თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები