ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო პერსონალის დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას” პირველი დოზის საქართველოში შემოტანას ტვიტერზე ეხმაურება.

მისი თქმით, “სამედიცინო პერსონალის დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია”.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული „ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი 43 200 დოზა უკვე საქართველოშია. სამედიცინო პერსონალს უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მდგრადობაში.

ამგვარად, მათი დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია”, – აღნიშნავს ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები