ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით 18 მარტს იმსჯელებს
ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.
სააგენტო ვაქცინის შეფასებას აწარმოებს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით და მოსალოდნელია, რომ განხილვას 18 მარტს დაასრულებს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ემერ ქუქმა განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია თრომბების წარმოქმნა. ისინი არ გამოვლენილა ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს და ისინი არ არის შეტანილი ცნობილი, ან მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლინებათა ნუსხაში“ – განაცხადა ქუქმა.