პრეზიდენტი თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
ზურაბიშვილი ცერცვაძეს ქვეყნისთვის გაკეთებული საქმისთვის მადლობას უხდის.
“ბატონო თენგიზ, გილოცავთ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!
თქვენი დამსახურება ჩვენი საზოგადოების წინაშე დიდია! თქვენ ამ ქვეყანას თავიდან ააცილეთ და აცილებთ უმძიმეს შედეგებს, უმკლავდებით ურთულეს გამოწვევებს!
თქვენ მიერ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმის სია გრძელი და შეუფასებელია! ეს არის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი, აივ ინფექციის/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების სამეცნიერო და კლინიკური შესაძლებლობების განვითარება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ა.შ.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მადლიერება თქვენდამი და გისურვოთ დიდხანს თქვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა”, – წერია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.