“პოზიტიურად იქნა მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა იქნა აღნიშნული, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები”

“ჩვენ გვჭირდება ეკონომიკურ ზრდა და დასაქმება, ამაზე შევთანხმდით, ზრდა და დასაქმება სწრაფად, რადგან ესაა ნებისმიერი ეკონომიკური აღმასვლისა და მდგომარეობის დაძლევის საწინდარი. მეტად ხელმისაწვდომი ხიდები უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის”,- ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

“შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც განვიხილეთ, ასოცირებისა და დაახლოების ჰარმონიზაციის კუთხითაც. პოზიტიურად იქნა მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა იქნა აღნიშული, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები”,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

მისივე თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე სიღრმისეულად და დეტალურად განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის მიღების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ საუბარი გვქონდა სიღრმისეულად და საკმაოდ დეტალურად ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე და ხელშესახები სარგებლის მოტანაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ გამოწვევების შესახებ, რომელიც ორივე მხარის წინაშე არის, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის, მყარი რეფორმების განხორციელებაზე. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ოპერატიულად და დროულად მოვახდინეთ რეაგირება, საქართველოს სოლიდარობა მნიშვნელოვანი სამედიცინო მარაგების უზრუნველყოფაა, 130 მლნ ევროზე მეტი იქნა გამოყოფილი გასულ წელს კოვიდის დაძლევის მიზნით, 50 მლნ ევრო იყო მაკრო-ფინანსური დახმარების მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც და ჩვენი აქცენტი ახლა კეთდება ვაქცინაციის კამპანიაზე. ძალიან მახარებს, რომ შაბათს დილით საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა, კოვაქს პლატფორმის ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ უმსხვილესი დონორი ვართ ამ პლატფორმაზე და ამ ინიციატივის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი. ვაქცინის ჩამოტანის კვალობაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს დავეხმარებით ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაშიც, რომელიც წარმატებით დაიწყო გუშინ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას მომავალშიც მიიღებენ უკეთესი, მწვანე ეკონომიკა იარსებებს კრიზისის დაძლევის შემდეგ და როგორც მოგახსენეთ, ბატონო პრემიერო, ჩვენი მნიშვნელოვანი ასპექტი კეთდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებზე და ა.შ. ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორია, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ექსპორტზე, ექსპორტის პოტენციალის განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, ევროკავშირში საქართველოს პროდუქციის შემოტანაზე”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები