„თბილისის ახალგაზრდული კლუბი“ – ეროვნული სასახლის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

18 მარტს, 16:00 საათზე, სარკეებიან დარბაზში ეროვნული სასახლის ინიციატივით, სამოქალაქო და საგანმანათლებლო აქტივობებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისათვის აყალიბებს „თბილისის ახალგაზრდულ კლუბს“, რომლის წევრობა ნებაყოფლობითია. მასში გაწევრიანება შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს. მათივე ცნობით, მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. “კლუბის პრეზენტაციას დაესწრებიან -თბილისისი მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ალადაშვილი, PH Internetaionale საქართველოს დირექტორი -ბერდია ნაცვლიშვილი, „თბილისისი ახალგაზრდული კლუბის“ ხელმძღვანელი სოფო ბაჩილავა. კლუბის საქმიანობა იყოფა საგანმანათლებლო და სამეურვეო მიმართულებად. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, დებატებსა და საჯარო დისკუსიებს ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერებას, კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას და მათში ახალგაზრდების ინტენსიური ჩართულობის უზრუნველყოფას. „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ საგანმანათლებლო მიმართულებას უხელმძღვანელებს სოფიო ბაჩილავა. კლუბის სამეურვეო ნაწილში ჩართული იქნებიან საქართველოს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც კლუბის საპატიო წევრების სახით, მოსწავლეებთან ერთად,განახორციელებენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სხვადასხვა სახის სამოქალაქო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახალგაზრდები იზრუნებენ მომავალი თაობის სამოქალაქო განათლების ხელშეწყობაზე და ყველა პროექტი განხორციელდება ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. „თბილისის ახალგაზრდული კლუბის“ სამეურვეო მიმართულებას უხელმძღვანელებს მუსიკოსი, პიანისტი, ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ალადაშვილი. პრეზენტაციაზე დასახელდებიან კლუბის საპატიო წევრები: ნიკოლოზ რაჭველი (unicef კეთილი ნების ელჩი), ნატალია ქუთათელაძე, თამარ გურგენიძე, სანდრო კოტეტიშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ნინო სამადაშვილი, გიორგი ცაგარელი, პაპუნა შარიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე. „თბილისის ახალგაზრდული კლუბი“ იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ეროვნული სასახლე ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის ახორციელებს. „თბილისის ახალგაზრდულ კლუბში“ წევრების მიღება დაიწყება 2021 წლის 20 მარტიდან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები