ლევან დავითაშვილი სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები ვაზისუბნისა და კახეთის გზატკეცილის რამდენიმე მისამართზე წარმოებს. ამ მისამართებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, სადარბაზოს კარის მონტაჟი, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კიბის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე სარემონტო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები