პაატა იმნაძე: მილიონიდან ერთია იმის შანსი, რომ ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განვითარდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მილიონიდან ერთია იმის შანსი, რომ ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განვითარდეს.
,,ყველა ვაქცინას აქვს არასასურველი გვერდითი მოვლენა, ესაა ანაფილაქსიური რეაქცია, ანუ მძიმე ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება მოხდეს მილიონიდან ერთში, ცოტა მეტი აქვს ,,ფაიზერის” ვაქცინას, შეიძლება – მილიონიდან 4-5 შემთხვევაში. ალერგიული რეაქცია საშიშია, თუ განვითარდა 10-დან 30 წუთის შუალედში. წესითა და რიგით, ჩემი კოლეგების რომ აიცრნენ, 30 წუთით უნდა იყვნენ იქ, რომ თუ რამე მოხდება, იქვე მოხდეს მისი მართვა,” – განაცხადა იმნაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.