როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეიდან, 17 მარტის ჩათვლით, საქართველოში ამინდი გაუარესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
“15 მარტიდან 17 მარტამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი (30მ/წმ-დე), მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.