ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს – წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი

“საღამომდე, ვიდრე პროცესი არ დასრულდება დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძე იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

“არჩევნების შეფასება და დიალოგის შინაარსი არის ერთმანეთთანაა დაკავშირებული. საღამომდე, ვიდრე პროცესი არ დასრულდება დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, ბუნებრივია ეს ყველაფერი მხარეებზეცაა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის. შეთანხმება, რომელიც შედგება სამართლიანი უნდა იყოს. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი. ამ დიალოგის წარმატებით დასრულების წინაპირობა არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ”,- განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ  მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები