იტალიაში აღდგომის დღესასწაულზე „ლოკდაუნი“ ამოქმედდება

ორშაბათიდან, იტალიის რეგიონების ნახევარში „წითელი დონის” კარანტინი გამოცხადდება – სააღდგომო დღესასწაულზე ადგილობრივი ხელისუფლება „ლოკდაუნს“ დააწესებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Corriere Della Sera“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვა რეგიონები „ნარინჯისფერ ზონას” მიეკუთვნება, კუნძულ სარდინიანს გამოკლებით, რომელიც „თეთრ ზონაში” რჩება.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის, განცხადებით „წითელი ზონის” პროვინციებში დაიხურება ყველა სავაჭრო წერტილი, გარდა აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა. ასევე განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით შეზღუდული რჩება.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ 3-5 აპრილის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნის“ შემოღების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები