საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა, სულ დადასტურებულია 4 015 560 შემთხვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდ Worldometer სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.

ევროპაში, საფრანგეთი ბრიტანეთის შემდეგ, დაინფიცირებულთა რიცხვით მეორე ადგილს იკავებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად 65 ათასამდე საფრანგეთის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 223 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 119,6 მილიონი შემთხვევა, მათგან 2,7 ლეტალური შედეგია, ხოლო 96,2 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები