უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ აგრარული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას იძლევა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ვიქტორია ჰორვატმა სასტიპენდიო პროგრამის „STIPENDIUM HUNGARICUM“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უნგრეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა „STIPENDIUM HUNGARICUM“ მსურველებს, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. „STIPENDIUM HUNGARICUM“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისწავლონ შესაბამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამა, უნგრეთის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, უნგრეთის მთავრობის მიერ 2013 წელს შემუშავდა. პროგრამით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 5000 საერთაშორისო სტუდენტი სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები