კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა.
როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, კურორტზე რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ წავიდა.
“ახალგაზრდები არიან წასული, ჩვენი სოფლელები, 30 წლამდე, გუშინ წასულან მანქანით და გომისმთამდე ვერ აუღწევიათ, ერთ-ერთი მათგანი გაყინულა. 3 ან 4 ახალგაზრდაა. ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფერი არ ვიცი, ამ დილით დაურეკავთ, სამაშველოსთვის მიუწვდენიათ ხმა. არც ვიცი, ვინაა, სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, ვერაფერს გეტყვით. ახლა დაბლობში თოვს და მთაზე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი თოვლია”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში სოფელ ბოხვაურის დეპუტატმა, გელა ჩავლეიშვილმა.
“შემოსულია შეტყობინება, რომ გომისმთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი”, – განუცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში “რეგიონულ კვირას”.