მამუკა მდინარაძე „ტვ პირველზე“: შეჭრაზე საუბარი მოგონილი ამბავია – ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, გასანერვიულებელიც კი არაფერია

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, კანონით ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.

“შეჭრაზე საუბარი არის მოგონილი ამბავი – არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს – ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არა თუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები