ალეკო ელისაშვილი: კატასტროფა იქნება „ტვ პირველში“ შეჭრებ-შემოჭრები და შტურმი, იმედი მაქვს, ამ შესაძლო კატასტროფის მასშტაბს აცნობიერებენ

“კატასტროფა იქნება „ტვ პირველში“ შეჭრებ-შემოჭრები და შტურმი, იმედი მაქვს, ამ შესაძლო კატასტროფის მასშტაბს აცნობიერებენ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტს საზოგადოება არ იხილავს.

„ვისურვებ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელსაც შეუძლია უახლოესი რამდენიმე კვირის შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა. იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ფოცხს კიდევ დააბიჯონ ფეხი და შუბლში მოირტყან მისი ტარი, რადგან კატასტროფა იქნება „ტვ პირველში“ შეჭრებ-შემოჭრები და შტურმი. იმედი მაქვს, ამ შესაძლო კატასტროფის მასშტაბს აცნობიერებენ და იმედი მაქვს, ასეთ რამეს არ ვიხილავთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები