ირაკლი ქადაგიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია კანონის წინაშე თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და იმ მასალას, რასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწოდებს
“პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან, სატელეფონოც, მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც, რასაც კანონი ითხოვს, მიღებულია”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია “პირველი” კანონის წინაშე თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და იმ მასალას, რა მასალასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწვდის.
“პროკურატურას ჰქონდა კომუნიკაცია ტელევიზიის მესვეურებთან, სატელეფონოც, მიმოწერაც და სასამართლო განჩინებაც, რასაც კანონი ითხოვს, მიღებულია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტელევიზია კანონის წინაშე თავის ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და იმ მასალას, რა მასალასაც პროკურატურა და გამოძიება ითხოვს, მიაწვდის”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.