ირაკლი ქადაგიშვილი: მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ შედგება და შედეგიც ექნება

“მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ ეს მოლაპარაკებები, მიუხედავად დიდი მცდელობისა, არ შემდგარიყო, შედგება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გასამართ დიალოგზე საუბრისას განუცხადა.

ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.

„დიალოგთან დაკავშირებით კონკრეტული თემები და გადაწყვეტილებები, ინიციატივები გაგვაჩნია, მათ შორის, პარლამენტშიც. ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მყარი პოზიცია. მოლაპარაკებებზე მივდივართ იმ ოპტიმიზმით, რომ ეს მოლაპარაკებები, მიუხედავად დიდი მცდელობისა, არ შემდგარიყო, შედგება და შედეგიც ექნება. წინასწარ ნებისმიერი მხრიდან განცხადების გაკეთება, კონკრეტულ საკითხებზე, რაზე იქნება კომპრომისი, ეს იქნება ფონის გაფუჭება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები