შალვა პაპუაშვილი – “სირცხვილიას”: თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე

“თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი?”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ, სასწაული ხალხი აღმოჩნდა ეს “სირცხვილიას” მიერ ადმინისტრირებული “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება”. თქმა ვერ მოვასწარი, დატროლვის შემთანხმებელი ჯგუფია-თქო, რომ ამის დაჟინებით უარყოფა დაიწყეს თავისი საქციელით… დატროლვით.

ჰოდა, გამოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. და რახან თავისით გამოვიდნენ, მეც, ძველი ამბის არ იყოს, დავთვალე. 158 ჰაჰა და 120 კომენტარი. შინაარსიანიც, უხამსიც, შეურაცხმყოფელიც, ზიზღიანიც, დამამცირებელიც, აგდებულიც, პრონწკულიც, მოკლედ – ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების სიყვარულს ეკადრება.

საზოგადოება ჭრელია. ზოგი ჟურნალისტია ან “აპოლიტიკური” არასამთავრობო (ან ორივე ერთად ), ზოგი ახალბედა პოლიტიკოსი, ზოგიც სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც შიდა პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის უფლება, წესით, არც აქვს.

ჯამურად, ცუდი არ იყო. თან ჩემი ჩაწოდებით, როგორც გავიგე, ჯგუფს სახელიც შეუცვალეს და ახლა “პრონწკები” დაირქვეს. სწორი გადაწყვეტილებაა, ხაზს უსვამს, რომ მაგ ჯგუფის სახელი ფუტლიარია და სახელის მიღმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიცარიელეა.

მაგრამ რახან მათი ყურადღება მივიპყარი, ერთ რჩევასაც მივცემ. ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი?

გახეთქეთ ბაბლი. იქნებ, თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ”, – წერს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები