თურქეთში ხრამში მიკროავტობუსი გადავარდა, არიან დაღუპულები

თურქეთში, ბათმანის პროვინციაში მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დაღუპულები სტუდენტები არიან, ერთი ოჯახის წევრები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს საწარმოს თანამშრომლები, ასევე, სტუდენტები გადაჰყავდა, რომლებიც ამ საწარმოში სტაჟირებაზე მიემგზავრებოდნენ.

წინასწარი ვერსიით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და 300-მეტრიდან გადავარდა.

აღინიშნება, რომ სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ 14 მგზავრზე იყო განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები