ირაკლი ზარქუა: დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს

“კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საკითხს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

„დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ამას გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. მოლოდინი მაქვს, რომ დედაქალაქს კახი კალაძის მსგავსი კანდიდატი კიდევ ერთხელ დაამშვენებდა, რადგან ის გამოწვევები, რაც ჰქონდა ქალაქს – ეკოლოგია, გამწვანება და ინფრასტრუქტურა – ამ ადამიანმა, თავის გუნდთან ერთად, გადაჭრა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები