მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე, ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში.