გიორგი ვოლსკი: ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი არ გააჩნიათ, ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაცმოძრაობა“ მართავს

“ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი არ გააჩნიათ, ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა – გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენაა.

„ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი ან ინტერესი არ გააჩნიათ, მათზე მრავლობითში არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს და, პრაქტიკულად, მას მთავარი ამოცანის შესასრულებლად ყველა დაექვემდებარა, რაც არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ ამას წინ აღუდგა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და პოზიცია, რაც თუნდაც მათ მიერ ნაქებ ენდიაი-ს კვლევებშიც ჩანს, ამ ყველაფერმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. მხოლოდ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები