თენგიზ ცერცვაძე: კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუაციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების 9, 10 თუ 12 ახალი შემთხვევა საერთაშორისო სიტუაციასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია.

“როცა მწირი ეკონომიკის, სუსტი ჯანდაცვის სისტემისა და ათასი სხვა პრობლემის მქონე საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჰქონდეს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი სიკვდილიანობის პროცენტი, როგორ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პაციენტთა ნაკადები წარმატებულად არ იმართება?! მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველოს კლინიკური სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი წარმატებულია. როცა ჩვენ ოპონენტებს ამ რიცხვებს ვუდებთ, მათი ერთადერთი არგუმენტია, თუ როგორ ვბედავთ გერმანიასთან, ინგლისთან, საფრანგეთსა და ისრაელთან შედარებას. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ესენი რომ გაცილებით ძლიერი ქვეყნები არიან და ძირითადი პარამეტრებით, მათ შორის, სიკვდილიანობის შემთხვევებით ჩვენ რომ მაინც უკეთესი შედეგები გვაქვს, ეს ჩვენთვის დასაძრახია თუ პირიქით, უფრო დასაფასებელია?!“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები