შალვა ნათელაშვილი: ყველა პარტია ერთ აზრზეა, რომ მოლაპარაკებებზე გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს
“ყველა პარტია ერთ აზრზეა, რომ მოლაპარაკებებზე გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით იქნება ხსნა.
„განვიხილეთ მოლაპარეკებებზე ხელისუფლების წარმომადგენლის საკითხი, რომელიც, ჩანაწერების თანახმად, მხილებულია ბავშვებზე ძალადობაში. პრაქტიკულად, ყველა პარტია იყო ერთ აზრზე, რომ გამოიცვალოს წარმომადგენელი, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ არ ჩავშლით მოლაპარაკებებს, რადგანაც რეჟიმი უკვე კუთხეშია მიმწყვდეული და ახლა მათთვის მოლაპარაკებების ჩაშლა ნებისმიერი კეთილშობილური მოტივით იქნება ხსნა.
საბჭოთა კავშირთან უსიტყვო კაპიტულციას ხელი მოაწერა, არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის გენერალური შტაბის უფროსმა – კეიტელმა, რომელიც მილიონობით ადამიანის დახვრეტის ავტორი იყო. იმათთან დასხდნენ მოლაპარაკებაზე, იმას მოაწერინეს ხელი, თუმცა, კეიტელი მერე მაინც ჩამოახრჩვეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.