მამუკა მდინარაძე – გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე: როდესაც დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას

“ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს. როდესაც დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას”, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ტელეკომპანია “პირველის” ეთერით შაბათს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე.

მდინარაძის თქმით, არ შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას, რაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და რაზე – არა.

“ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს. როდესაც დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას. როდესაც ვთქვათ რაღაც არის პოლიტიკური დღის წესრიგიდან განპირობებული და აქ დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს. არ შეიძლება, პოლიტიკოსმა თქვას ამაზე, უნდა დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები