თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი ჯერ არ დადასტურებულა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული, რაც შეეხება სამხრეთაფრიკულ შტამს, ის ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ცერცვაძემ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა, კორონავირუსის ახალი შტამის მკურნალობა იგივე მეთოდით ხდება, როგორც ძველის.

„ბრიტანული შტამის სამი შემთხვევაა ჩვენთან დადასტურებული და 31 სავარაუდო. ეს 31 ადამიანია, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ამ სამ ავადმყოფთან და მათაც, სავარაუდოდ ბრიტანული შტამი აქვთ. მეტი ჯერ არ დადასტურებულა. ბრიტანულ შტამსა და უკვე არსებულ შტამს შორის მკურნალობის მეთოდში არავითარი განსხვავება არ არის. სამხრეთაფრიკული შტამი ჯერ ჩვენთან არ დადასტურებულა.

რაც შეეხება რეინფიცირებას – არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები