პაატა იმნაძე: როცა ქვეყანაში ვაქცინები შემოვა, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, ვაქცინა არ არისო

“როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკრაინაში უკვე ხდება, ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ.

,,სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ, ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველო ამბობს. დღეს კი ისევ დაწყებულია ეს პროცესი.

ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმო-ს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ, თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები