პაატა იმნაძე: ქვეყანაში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დღესდღეობით ბრიტანული შტამის სულ სამი კლასტერია გამოვლენილი და, ჯამურად, ახალი შტამით ინფიცირების 31 შემთხვევა დადასტურდა.

” ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში.

ფაქტი ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ისევე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც – სხვა შტამებისგან, ჩვეულებრივისგან. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე, არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი. მუშაობა ყოველდღიური მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საეჭვო შემთხვევები ბრიტანული და ამასაც ვსწავლობთ”, – განაცხადა “დღის კურიერში” პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები