ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილს დედამიწაზე არაფერი ადარდებს, ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა

ერთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს, ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში  შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ სურვილის შემთხვევაში შეთანხმება მიეღწევა. მისასალმებელია, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც ძალიან კარგია, მათ შორის, ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ.

როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს, ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსსქ და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები