ბესარიონ სიმონიშვილი: დევნილებს თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით

“დევნილებს თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით”, – ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება.

,,დევნილებზე ზრუნვა, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. დევნილებს, თბილისსა და რეგიონებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ ფართები უკანონდებათ. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები