ლევან იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ყველასთვის მისაღები კანონი და ცვლილებებმა არჩევნები გახადოს უკეთესი

„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი კი შერეული წესის მომხრეა.

მისივე თქმით, ამოცანას წარმოადგენს ყველასათვის მისაღები კანონის მიღება, რომ ცვლილებებმა არჩევნები უკეთესი გახადოს.

„საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია, ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მომხრეა, ცესკო-ს დაკომპლექტება სრულად პროფესიული ნიშნით მოხდეს, მეორე ნაწილი შერეული წესის მომხრეა. პოლიტიკური პარტიების ინტერესია, შერეული წესი იყოს. ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული – შერეული წესი, სადაც პროფესიული ნიშნითაც არიან წევრები და ასევე პარტიებსაც ეყოლებათ საკუთარი წევრები. ეს არის პარიტეტის საფუძველზე. თუ იქნება უკეთესი ვარიანტი, ჩვენი ამოცანაა, რომ უკეთესი კანონი მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი იყოს ყველასთვის მისაღები და ამ ცვლილებებმა არჩევნები უნდა გახადოს უკეთესი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები