არჩილ თალაკვაძე გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, „ლოპოტა სპა რეზორტის” დამფუძნებლის, გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ის იყო სამაგალითო ადამიანი და მოქალაქე, ბიზნესის ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც იდეის, გრძელვადიანი ხედვისა და დაუღალავი შრომის შედეგად, შექმნა საამაყო, დამოუკიდებელი ქართული ბრენდი, პროგრესული, მწვანე ეკონომიკური პროექტი და ახალი სამუშაო ადგილები. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები