საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხი გადაუწყვეტელი რჩება

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხი გადაუწყვეტელი რჩება, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განუცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, 1-ელი მარტიდან რუსეთის მოქალაქეების მათ სიაში ჩასმაზე, ვისაც საქართველოში შესვლა შეუძლია, თუკი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნება, კარასინმა განაცხადა, რომ მთლიანობაში, ქართული მხარე ისედაც ყოველთვის მზად იყო რუსეთის მოქალაქეების მისაღებად.

„იმისთვის, რომ ავიამიმოსვლის საკითხი იმ წერტილიდან დაიძრას, რომელზეც დგას, საჭიროა, რომ კოვიდს დავშორდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ატარებს თეორიულ ხასიათს.

მაგრამ ავიამიმოსვლის გასაახლებლად საჭიროა აუცილებელი პირობების შექმნა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც იქ გამგზავრებას გეგმავს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ახლა კი ამას დაემატა სამედიცინო და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს რთული თემაა, რომელიც ხელის ერთი დაქნევით არ გადაწყდება“ , – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები