ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის ქართული მხარისთვის ჯარიმის გარეშე გადაცემის შესახებ იუწყება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების დე ფაქტო კომიტეტი ქართული მხარისთვის, საჯარიმო სანქციის გარეშე, საქართველოს მოქალაქის მალხაზ დოლუაშვილის გადაცემის შესახებ იუწყება.

„27 თებერვალს დასახლებული პუნქტის ღრომის შემოგარენში საზღვრის დარღვევის გამო, მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული, სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი.

პირადი დათვალიერებისას დამრღვევს აღმოაჩნდა სანადირო იარაღი საბრძოლო კონპლექტით. დადგინდა, რომ დოლუაშვილი გადავიდა სამხრეთოსური მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც ნადირობის დროს დაკარგა ორიენტაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის დარღვევა განზრახ არ მომხდარა, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო აქტივისტების შუამდგომლობით, მიღებულია გადაწყვეტილება დოლუაშვილის ქართული მხარისთვის ჯარიმის გადაუხდელად გადაცემის შესახებ“, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები