ერგნეთში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 5 მარტს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა ჩატარდება – რა საკითხებს დააყენებს ცხინვალი

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 5 მარტს ჩატარდება.

ამის შესახებ მედიას ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელმა, მურათ ჯიოევმა განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო-სა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიის გამო ყველაფერი გაკეთდება, რათა შეხვედრა უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

ჯიოევის თქმით, შეხვედრაზე ე.წ.საზღვარზე არსებული უსაფრთხოების საკითხები, წნელისთან “უკანონო ქართული საგუშაგოს განთავსება” და სხვა საკითხების განხილვა მოხდება, რომლებიც ე.წ.მოსაზღვრე რაიონებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები