“გვქონდა და დღესაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას, მიუხედავად დღევანდელი პიკეტირებისა, რომელიც აშკარად კონტრპროდუქტიულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დიალოგის შესახებ, რომ მხარეებს შორის დიალოგი განახლდება მხარეებს შორის. იქნა ჩამონათვალი გაკეთებული იმ წუხილებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ისედაც ჰქონდა ხელისუფლების მიმართ. გვქონდა და დღესაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას, მიუხედავად დღევანდელი პიკეტირებისა, რომელიც აშკარად კონტრპროდუქტიულია”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.