“ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გარშემოა, სწორედ საკონსტიტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოპოზიიციის რადიკალური ნაწილი ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სულ სხვა განვითარებას მოელოდა, მაგრამ დავინახეთ, რომ შუამავალმა, ბატონმა მიშელმა ეს ურთიერთობა სხვა ნიშნულში გადაიყვანა. მან თქვა, რომ არ შეიძლება, არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები, – შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის ფორმატი. მან ასევე მიანიშნა რომ დიალოგისთვის შესაბამისი ფორმატი საპარლამენტო ველია.
აქედან გამომდინარე, ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გარშემოა, სწორედ საკონსტიტუციო ინსტრუმენტებით უნდა წყდებოდეს,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
იგი ასევე ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს პრეზიდენტთან არდასწრების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოფიციალური პირების შეხვედრა იყო.
„მოლაპარაკებების სპექტრი საკმაოდ ფართო იქნება და მმართველი გუნდის მხირდან სხვადასხვა პიროვნება იქნება ჩართული. შარლ მიშელს შეხვედრები ჰქონდა ოფიციალურ პირებთან და პრემიერი ამიტომ იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე, სულ სხვა ფორმატი იყო,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.