ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს საქართველოს ინტერესებისთვის! , – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა “ტვიტერზე” წერს, რითაც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.
„მე მხარს ვუჭერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მისიას საქართველოში. ახლა დროა შუამავლობის. ძალადობრივმა პოლიტიკურმა კონფრონტაციამ გზა დიალოგს უნდა დაუთმოს. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს საქართველოს ინტერესებისთვის! , – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.