ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე.

“მადლობა ბატონ პრეზიდენტს რომ ოპოზიცია ყოველგვარი წინა პირობების გარეშე დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ უარი თქვას დესტრუქციაზე, მოლაპარაკება შედგეს რეალურ საკითხებზე და მიღწეული იქნეს კომპრომისი და კონსენსუსი, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაასტურა მზაობა დიალოგისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების შემდგომი დეესკალაციისთვის”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები