გია აბაშძე ოპოზიციაზე: მათ აქვთ ორი კვირა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, სხვგვარად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი იყო და რჩება დესტრუქცია

ექსპერტი, გია აბაშძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი შესაფსებით, თუ ოპოზიციის ინტერესებში  მოლაპარაკებები შედის ორი კვირა საკმარისია, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი იყო და რჩება დესტრუქცია.

“ახლა ოპოზიციის მხარეს არის ბურთი, მათ აქვთ ორი კვირა. ეს ვადა საკმარისია, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან, თუ მათ ინტერესებში შედის მოლაპარაკებები რეალისტურ თემებზე და ადეკვატურ შეთანხმებაზე. სხვგვარად კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ მათი მიზანი მუდამ იყო და რჩება დესტრუქცია. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის შეათანხმებისთვის, გონივრულ და რეალისტურ წინადადებებზე.
დაველოდოთ მომდევნო ორ კვირას”, – წერს გია აბაშძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები