“აალდა ძველი ვაგონი რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო” – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

“შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები