შალვა ნათელაშვილი: მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები ნიკა მელიას გათავისუფლებამდე

“არავითარ მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები ნიკა მელიას გათავისუფლებამდე”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რთული მისია იკისრა.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. რთული მისია იკისრა. პოლიტიკური ვითარება საქართველოში უკიდურესად დაძაბულია და მისი განმუხტვა სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ევროპული ინტერესებისთვის. ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულის ნადებს, ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. მე კიდევ დავამატებ მოთხოვნებს, რომ, შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს სანქციები გარდაუვლად, რომ მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებს. მე პირადად არავითარ მოლაპარაკების მაგიდას არ მივუჯდები, ვიდრე ჩემი კოლეგა ციხიდან არ გათავისუფლდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები