გადავა თუ არა პარლამენტი დისტანციურ რეჟიმზე – დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, დეპუტატი თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პრესსამსახურისვე ცნობით, პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი ისედაც დისტანციურად მუშაობს და თუ საჭირო გახდება, დიმიტრი ხუნდაძესთან კონტაქტში მყოფი პირებიც იზოლაციაში გადავლენ და გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები