კარლ ჰარცელი: შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნათელი დადასტურებაა ინტერესისა, რომელიც მას და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის კუთხით

“შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა მოწმობს და ნათელი დადასტურებაა იმ ინტერესისა, რომელიც მას და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის კუთხით”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„ხვალ იქნება დატვირთული დღე, არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ყველასთან ვისაუბროთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები