ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

ასევე, ის მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი კიევს ეწვევა და ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელებენ. შარლ მიშელი ასევე გეგმავს შეხვედრას კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები