გია გაბრიჭიძე: ,,ნაცების” აქციებზე მისული ხალხის მცირე რაოდენობა მუდამ დაცინვის და ლეგიტიმური შეკითხვის – საიდან აქვთ ამდენი ხმა არჩევნებზე, საბაბი იყო

,,ნაცების” აქციებზე მისული ხალხის მცირე რაოდენობა მუდამ დაცინვის და ლეგიტიმური შეკითხვის – საიდან აქვთ ამდენი ხმა არჩევნებზე, საბაბი იყო”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

გაბრიჭიძის თქმით, მათ ამომრჩეველსაც არ მოსწონს პოლიტიკური ცხოვრების ის ფორმატი, რაშიც, პირველ ყოვლისა, თავიანთ მხარდამჭერებს ამყოფებენ.

,,ნაცებისა” (“გაერთიანებული ოპოზიცია” და სამოქალაქო აქტივიტები არა ,,შვანცკი”) აქციებზე მისული ხალხის მცირე რაოდენობა მუდამ დაცინვისა და საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვის – საიდან აქვთ ამდენი ხმა არჩევნებზე საბაბი იყო.

და ამ შეკითხვას საზოგადოებისგან მუდამ ერთი პასუხი გაეცემოდა – ყალბდება ,,ნაცების” სასარგებლოდ (მიზეზებიც საკმაოდ დამაჯერებელი იყო).

ამ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ცხადია, NDI-ს ბოლო კვლევის შედეგიც საკმაოდ მრავლისმეტყველი იყო), ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მათ ყველა აქციაზე ცუდი კლოუნადის მსახიობებივით ცარიელ დარბაზში უწევთ თამაში – მათ ამომრჩეველს (ცხადია “მწარე” სექტანტების გარდა) არ მოსწონს პოლიტიკური ცხოვრების ის ფორმატი, რაშიც, პირველ ყოვლისა, თავიანთ მხარდამჭერებს ამყოფებენ.

მაგალითისთვის მათი ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის იმ შეფასებას გავიხსენებ, რაც პოლიტიკური გუნდის სახეებზე გააკეთა.

აქციებზე მისვლაზე უარი, ჯერჯერობით, მხარდამჭერთა რბილი პროტესტი და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილია, რაც ჯერ გულისწყრომას იწვევს და, სავარაუდოდ, შეიძლება, აქტიურ ფაზაში გადაიზარდოს.

ეს კი გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე “ნაცებში” შიდა რყევებსა და რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს”, – წერს გია გაბრიჭიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები