ერევანში სუ-30 ტიპის გამანადგურებლები გამოჩნდნენ

ერევნის ცაზე სუ-30 ტიპის გამანადგურებლები გამოჩნდნენ. ამ წუთებში კი სომხეთის დედაქალაქში ფაშინიანისა და მისი მოწინააღმდეგეების ორი აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საბრძოლო მანქანებმა რამდენიმე წრე გააკეთეს.

ცნობილია, რომ სომხეთმა რუსეთისგან ოთხი სუ-30-ის ტიპის გამანადგურებელი 2019 წლის დეკემბერში შეიძინა. ასევე ცნობილია, რომ ასეთივე თვითმფრინავები გააჩნია რუსეთის სამხედრო ბაზას.

მედია წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, ვისი გამანადგურებლები გამოჩნდნენ ერევნის ცაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები