“შეტაკების საფრთხე არსებობს, ქვეყნის შიგნით მტრები არ გვყავს” – ფაშინიანმა მომხრეებს მიმართა

სომხეთის პრემიერმა ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა.

“პირველ ყოვლისა, შეტაკების საფრთხე ყოველთვის არსებობს. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი რამ სომხეთის რესპუბლიკაში არ უნდა ხდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ქვეყნის შიგნით მტრები არ გვყავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ”, – თქვა ფაშინიანმა.

კითხვაზე, ვის ემორჩილება დღეს შეიარაღებული ძალები, ფაშინაინმა თქვა – “ხალხსა და პრემიერს. სხვა ვარიანტი არ არსებობს”.

მისი თქმით, გადატრიალების საფრთხე მართვადია.

“ვფიქრობ, ეს ემოციური რეაქციაა. და ჩვენს ძმებს მკაცრად არ უნდა ვექცეოდეთ”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

დღეს სომხეთის გენშტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფაშინიანს გადადგომა მოსთხოვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენშტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ კი მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები