თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის სავტომობილო გზის კმ20-კმ122 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.